11 დეკემბერი 2017,   04:15
ვრცლად
სოთბის აუქციონზე მორიგი რეკორდი დამყარდა

სოთბის აუქციონზე მორიგი რეკორდი დამყარდა. ჟან მიშელ ბასკიას ტილო 110 მილიონ დოლარად გაიყიდა და ამგვარად, ამერიკელი ავტორის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრის სტატუსი მოიპოვა.

აფროამერიკელი მხატვრის უსახელო ნახატი ზეთის, აკრილისა და აეროზოლის საღებავებითაა შესრულებული. ის იაპონელმა მოდელიორმა შეიძინა, რომელიც ბასკიას შემოქმედების მუზეუმის გახსნას აპირებს.

ჟან მიშელ ბასკია ენდი უორჰოლთან ერთად მეოცე საუკუნის ცნობილ ამერიკელ მხატვრად მიიჩნევა. ის 1960 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და 27 წლის ასაკში ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით დაიღუპა. მანჰეტენის ქუჩებში მისი რამდენიმე გრაფიტის ნახვა დღესაც შესაძლებელია.

დღის ამბები