19 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
განმუხურში მოსახლეობის საპროტესტო აქციას "ენმ"-ს წევრები შეუერთდნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები განმუხურში მოსახლეობის საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ადგილობრივების განცხადებით, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ხელისუფლება უკანონოდ მოიპოვებს ქვაღორღს, რის გამოც სოფელში დაზიანებულია სამანქანე გზა.

სავალი გზის უქონლობის გამო, სოფლის მოსახლეობას ბავშვების სკოლამდე მიყვანაც უჭირს.

„შეჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც იყო დაწყებული. მოსახლეობას დღეს მოუგვარებელი აქვს ცენტრალური გზის პრობლემა, მოუგვარებელია შიდა გზების პრობლემა, შეჩერებულია გაზიფიკაცია და მოსახლეობა ითხოვს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მიაქციოთ ყურადღება,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა ანა წითლაძემ.

დღის ამბები