ევროპულმა საქართველომ გურიაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის პრეზენტაცია გამართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას რაიონული ორგანიზაციისა და ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეები წარუდგინეს.
ოფისის გახსნით ევროპულმა საქართველომ გურიაში პარტიის ფორმირების პროცესი დაასრულა.
„თუნდაც უმუშევრობა, სიღარიბე, მიტოვებულობის განცდა, განსაკუთრებით გურიის სოფლებში სულისშემძვრელია და ხელისუფლებას წარმოდგენაც არ აქვს, ვარდისფერი სათვალით უყურებს. ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებში არის, დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.