27 ივნისი 2017,   19:31
ვრცლად
მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა. მამა გიორგი მამალაძემ მოსამართლის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების დახურვის გამოცხადების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დეკანოზმა ასევე თავის ადვოკატებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ, მოსამართლემ გაძევების ოქმი შეადგინა.

მამალაძის ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომის დატოვების გამო, ეთიკის დარღვევას ადვოკატთა ეთიკის კომისია განიხილავს.

პროცესი 30 მაისს დაინიშნა და მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამ შუამდგომლობით მოსამართლე ბესიკ გუბიანიშვილს პროკურატურამ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. 

სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

დღის ამბები