23 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს.

ეს განცხადება პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. პროკურორი ამ ვარაუდის საფუძვლად, ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების მიერ პროცესის გაჭიანურების მცდელობას ასახელებს.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად არ ხდება და ისინი დეკანოზის ნებას ემორჩილებიან. გიორგი მამალაძის უფლებების დამცველების თქმით, თუ დეკანოზი სახაზინო ადვოკატის მიერ მის დაცვას დათანხმდება, ისინი მის სურვილს დაემორჩილებიან. 

დღეს მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დარბაზიდან გააძევა. მამა გიორგი მამალაძემ მოსამართლის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების დახურვის გამოცხადების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დეკანოზმა თავის ადვოკატებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ მათი გაძევების ოქმი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომები სრულად დახურა. სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა, მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები