23 მაისი 2017,   11:12
ვრცლად
პარკირებასთან დაკავშირებული ინიციატივა - "გირჩი" ხელისუფლებას მიმართავს

პოლიტიკური ცენტრი გირჩი ხელისუფლებას პარტიის მიერ ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებული ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდებს.

პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ წინადადებით დედაქალაქის მერიასა და სითი პარკს ორი კვირის წინ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ისინი კანონპროექტის შეტანას პარლამენტში დღეს გეგმავენ.

ინიციატივა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანასა და 150-ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე შემცირებას გულისხმობს.

„იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთავაზებას ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე, საპარლამენტო უმრავლესობის დონეზე უარით უსპასუხებს, ჩვენ არ გვრჩება არცერთი სხვა შესაძლებლობა, არცერთი სხვა აზრი, გარდა იმისა, რომ  ვთქვათ, ეს ორომტრიალი, რაც ქვეყანაში ხდება, სითი პარკისა და ხელისუფლების შეთანხმებით ხდება,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები