24 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
თავდასხმა თორდიაზე - მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები გამოიკითხნენ

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე, მომხდარი თავდასხმის საქმეზე, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი, მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები გამოიკითხნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მისი ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ფარგლებში არაერთი პირია დაკითხული. 

„თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებში გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის, მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები,“ - განმარტავს ის. 

დღის ამბები