23 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
ჰერბერტ ზალბერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით დონდუას ხვდება

გერმანელი დიპლომატი, ჰერბერტ ზალბერი, თბილისშია. გერმანელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ჰერბერტ ზალბერი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას, ხვდება. 

შეგახსენებთ, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, რამდენიმე დღის წინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. 

სკანდალური განცხადების შემდეგ, გერმანელი დიპლომატი აფხაზეთში ჩავიდა. ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის შემდეგ, ჰერბერტ ზალბერი თბილისში ჩამოვიდა და ამ წუთებში შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს. 

დღის ამბები