23 მაისი 2017,   11:07
ვრცლად
ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

გერმანელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას.  

მან ასევე დაამატა, რომ როგორც ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ სცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში, ჩატარებულ არჩევნებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილე თქვეთვის კარგად ცნობილი საკითხი და მინდა, შემდეგი განმარტება გავაკეთო: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის მკაფიო პრინციპია, რომელსაც მხარს ვუჭრეთ და მე, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. ამას ვამბობ გარკვევით ყველა შეხვედრაზე.

"რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ ცნობს ფორმატს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა. მეც სრულად ვიზიარებ ამ პრინციპს. ამავდროპულად, ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება, წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. ევროკავშირიც და პირადად მეც სწორედ ამიტომ ვართ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ეს არის ჩემი მანდატის არსი, რომლის შესრულებაც გადაწყვეტილი მაქვს,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

 თუმცა, მას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ მიულოცა მან ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და არ უთქვამს, აღიარებს თუ არა ამას საკუთარ შეცდომად.  

 

დღის ამბები