22 ივნისი 2017,   15:59
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ პოლონეთში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

პოლონეთში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კაზიმირ პულასკის ფონდის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიმართა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქვეყნის მნიშვნელოვან შესაძლებლობად ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ევროპის ენერგომომარაგების გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური გზაა.  

დღის ამბები