27 ივნისი 2017,   19:32
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 24 კანდიდატი შერჩეულია

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 24 კანდიდატი  შერჩეულია. კომისიამ კი 5 მათგანი უნდა აირჩიოს. საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასმართლოს სამი კანდიდატის ვინაობას გადაუგზავნის.  

რამდენიმე კანდიდატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

“საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც მსგავსი პრეცედენტები იყო. ასე რომ, არა მგონია, ეს განმეორდეს. თუმცა, ეს ჩვეულებრივი პროცესია არჩევნების, გამორიცხული არაფერი არ არის. წესი დადგენილია შერჩევის და, ალბათ, ამ წესის დაცვით მოხდება არჩევა. ეს არის ჩემი გადაწვეტილება და ხელისუფლებას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ლადო ჭანტურიამ.  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, შოთა გეწაძის, თქმით, ის ვინმეს ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს.

“მე საფუძველი ჯერჯერობით არ მქონია ვინმეს ობიექტურობაში ეჭვის შეტანისა, მითუმეტეს იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოს წევრები ვინმეს მხრიდან ზედმეტად მხარდაჭერილები იქნებიან. ლოგიკასაც ვერ ვხდები, რატომ უნდა იყვნენ და რომც იყოს, პირადად მე დაუსაბუთებლად მიმაჩნია,“ - აღნიშნა გეწაძემ.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, დავით ჯანდიერის, თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გააქარწყლოს ყველა ის  ეჭვი, რომელიც ამ კონკურსთან დაკავშირებით არსებობს.

“კომპოზიცია მთელი კომისიის არის პროსახელისუფლებო, ამიტომ ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რომ საუბარი იქნება იმგვარი კანდიდატის შერჩევაზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ საუკეთესო შედეგები აჩვენოს და დამსახურებულად გაიმარჯვოს ამ კონკურსში. ჩვენ გვაქს ძალიან ცუდი გამოცდილება, თუ როგორ მოხდა წინა ჯერზე ამ კონკურსის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააქარწყლოს ყველა ის  ეჭვი, რომელიც ამ კონკურსთან დაკავშირებით არსებობს,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

 

დღის ამბები