20 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ - დავით დონდუა გერმანელ დიპლომატთან შეხვედრას აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანელ დიპლომატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ჰერბერტ ზალბერს აუხსნა, თუ რას ნიშნავდა ქვეყნისთვის მის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში არჩევნების შედეგად გამარჯვების მილოცვა.  

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელთანაც გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი, გვაქვს ძალიან ბევრი საქმე მომავალში გასაკეთებელი. ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ და ავუხსენით მას, თუ რა არის საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

დღეს გერმანელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ ის, როგორც ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. 

 

დღის ამბები