19 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
მიღებული გაქვთ დავალება ხეგლეჯიასგან და უნდა შეასრულოთ - დაპირისპირება თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს სხდომებზე

თვითმმართველ ქალაქებში რეგიონული განვითარების სამინისტროს ინციატივის განხილვა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 თვითმმართველი თემის გაერთიანებაზე, რომლის შედეგადაც რეგიონული სამინისტრო ბიუროკრატიული ხარჯების ეკონომიას ელის.

იდეა მიუღებელია ქალაქის საკრებულოებისთვის, სადაც მიაჩნიათ, რომ რეალურად ხდება თვითმმართველობის შეზღუდვა. ორი ბიუჯეტის გაერთიანების იდეა არც იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსწონთ, რომელსაც თვითმმართველი ქალაქები უნდა შეურთდნენ.

სტვენისა და ტრანსფარანტების ფონზე მიიღო გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ და ოპოზიციის 12-მა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ხმაური იყო თელავისა და გორის საკრებულოს სხდომებზეც. თელავის საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ გაიჟღერა ბიძინა ივანიშვილის გვარმა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერის პირადი ინტერესია, რომ თვითმმართველ ქალაქებს სტატუსი შეუჩერდეთ.

„მიღებული გაქვთ დავალება ხეგლეჯიასგან და უნდა შეასრულოთ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

დღეს თელავის საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ესწრებოდა. ცნობილია, რომ პლატონ კალმახელიძემ 3 აპრილს საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ის არ ემხრობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალ ინიციატივას, თუმცა მას დღეს უკვე სხვა პოზიცია აქვს და სამინისტროს არგუმენტები მისთვის მისაღებია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები