25 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
პროტესტის მიუხედავად, 3 ქალაქში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ინიციატივას მხარი დაუჭირეს 

რეგიონებში თვითმმართველობის რეფორმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროტესტის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე დღეს კიდევ 3 ქალაქში - ზუგდიდში, თელავში და გორში, დაუჭირეს მხარი, მათ შორის მმართველი პარტიის იმ წევრებმაც, რომელთათვისაც უწყების არგუმენტები და გადაწყვეტილებაც ამ დრომდე მიუღებელი იყო.

თანხმობის დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ შეძახილისა და სტვენის ფონზე უყარა კენჭი.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით პროცესის გასაჯაროებას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაასახელებს ქვეყნის პირველი პირი არჩევნების კონკრეტულ თარიღს. ამის თაობაზე პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა.

კონსულტაციები მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან ნაადრევად მიაჩნიათ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბოლოო ვარიანტს კი მთავრობის სხდომაზე თვის ბოლოს წარადგენენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

დღის ამბები