26 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
ჰერბერტ ზალბერის თბილისში ვიზიტი - შეფასებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

დიპლომატიური სკანდალი გერმანელი დიპლომატის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნახევარსაათიანი ვიზიტის შემდეგ ამოიწურა. ჰერბერტ ზალბერმა მედიისთვის ცხინვალში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება არ გააკეთა და მხოლოდ ევროკავშირის პოზიცია გაახმაურა.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს საგარეო უწყება მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა.

ჰერბერტ ზალბერის მიმართ ლოიალური პოლიტიკა და უბოდიშოდ დატოვებული შეხვედრა მთავრობის უუნარობად მიაჩნიათ ფრაქცია ევროპულ საქართველოში.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის განცხადების უპასუხოდ დატოვებას ნაციონალურ მოძრაობაშიც აკრიტიკებენ.

სანამ თბილისში ჰერბერტ ზალბერის განცხადებებს აფასებდნენ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ზალბერის გამონათქვამებს "დიპლომატიური თავაზიანობა" უწოდა.

დიპლომატი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის სტატუსით მე-40 საიუბილეო სხდომას ივნისში კვლავ დაესწრება. 

დღის ამბები