19 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
თორდია ფარცხალაძის საქმე - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატები გენერალურ აუდიტორს ბრალდებებს უყენებენ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ადვოკატები განმარტავენ, რომ მოწმეთა ნაწილმა გენერალური აუდიტორის მიერ გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადება მუქარად აღიქვა. მათი ნაწილის მხრიდან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარს ადვოკატები ლაშა თორდიას განცხადებებით გამოწვეული შიშით ხსნიან.

საუბარია 16 მაისის ეთერზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ოთარ ფარცხალაძის იურისტების გამოკითხული მოწმეების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

ლაშა თორდია ამბობს, რომ მის არც ერთ საჯარო გამოსვლაში მუქარის შემცველი ფრაზა არ ყოფილა. მას მიაჩნია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის დაცვას საზოგადოების ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა სურს.

საქმის კვალიფიკაცია კიდევ ერთი საკითხია, რაშიც არასამთავრობო სექტორი და ფარცხალაძის დაცვა ვერ თანხმდება.

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ გენერალური აუდიტორი არის კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი პირი და, შესაბამისად, გამოძიებაც უფრო მკაცრი მუხლით უნდა მიმდინარეობდეს, ვიდრე 126-ე ძალადობის მუხლია.

არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველიც.

ყოფილი მთავარი პროკურორის იურისტების აზრით, გამოძიება სხვა მუხლით ვერ წარიმართება, რადგან ლაშა თორდია არ არის იმ დონის მოხელე, რომელზეც კანონის სხვა რეგულაცია ვრცელდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები