23 მაისი 2017,   10:56
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - საქმის სხდომების სრულად დახურვა და სახაზინო ადვოკატის დანიშვნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში გაიმართება. პროტესტის ნიშნად ბრალდებულმა სასამართლო პროცესი დატოვა და ადვოკატებს მოუწოდა, სხდომაში მონაწილეობა აღარ მიღოთ. 

დარბაზი დატოვეს დეკანოზის ადვოკატებმაც. სწორედ ამ მიზეზით მოსამართლემ მათ მიმართ სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გაძევების ოქმი შეადგინა. სასამართლო კერძო განჩინებას ადვოკატთა ეთიკის კომისიას გადაუგზავნის.

საქმის არსებითი განხილვის დახურვას სახელმწიფო ბრალდება მოწმეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვით ითხოვდა. პროკურორი ირწმუნებოდა, რომ საქმე შეიცავს დეკანოზის და სხვა პირების ცხოვრებიდან ინტიმურ დეტალებს და ის ღია სხდომაზე არ უნდა განიხილონ. დეკანოზი გიორგი მამალაძე კი ითხოვდა, რომ სხდომა ღიად და საჯაროდ განხილულიყო, რადგან მას დასამალი არაფერი არა აქვს.

ბრალდებულმა მისი აყვანის ოპერაციაზე დღეს პირველად ისაუბრა. დეკანოზი აცხადებს, რომ ის აეროპორტში არ დაუკავებიათ. მისივე მტკიცებით, მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და ჩხრეკა პროკურატურაში გადაყვანის შემდეგ ჩატარდა.

დეკანოზის ვერსიას მისი დაკავების შესახებ პროკურატურა არ ეთანხმება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერატის ანგარებით მკვლელობის მომზადება ბრალდება. საქმის მასალების მიხედვით მას შორენა თეთრუაშვილი გერმანიაში მაშინ უნდა მოეწამლა, როდესაც ის პატრიარქთან ერთად ბერლინში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

დღის ამბები