15 დეკემბერი 2017,   23:48
ვრცლად
ასანჟი შვედეთის პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას მნიშვნელოვან გამარჯვებას უწოდებს

ჯულიან ასანჟი შვედეთის პროკურატურის გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვან გამარჯვებას" უწოდებს. ვიკილიქსის დამფუძნებლის წინააღმდეგ შვედურმა მხარემ გამოძიება შეწყვიტა.

ასანჟს ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ და ბრიტანეთიდან მის ექსტრადირებას მოითხოვდნენ. თავად ასანჟი დაკავების თავიდან ასაცილებლად, ბოლო 5 წელი ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

2010 წელს ვიკილიქსმა შეერთებული შტატების დიპლომატიური წერილები გამოაქვეყნა. ამის გამო ასანჟის დაპატიმრებით დაინტერესებულია შეერთებული შტატებიც. ვაშინგტონი მის წინააღმდეგ უკვე ბრალდებებს ამზადებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები