25 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში - საარჩევნო უბნები დაიხურა

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ცოტა ხნის წინ დაიხურა. მოსახლეობამ არჩევანი 4 კანდიდატს შორის გააკეთა, თუმცა წინასწარი შედეგები მხოლოდ ორ დღეში გახდება ცნობილი.

საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად ირანის მოქმედი პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი, მიიჩნევა, რომელმაც ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გამოკითხვების თანახმად, როუჰანის მთავარ კონკურენტი სასულიერო პირი, 56 წლის ებრაჰიმ რაისია, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა აქვს.

თუ დღევანდელ კენჭისყრაზე ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მოიპოვებს, მომდევნო კვირას არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები