18 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ვინაობა თვის ბოლოს გაირკვევა

ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის გასაუბრების ეტაპზე გადასული 24 კანდიდატიდან 5-ს კომისია თვის ბოლოს შეარჩევს, საიდანაც 3 კანდიდატის ვინაობა სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაიგზავნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების ფავორიტებს შორის იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრები და გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია, არიან. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის ასევე იბრძოლებს პრემიერმინისტრის მოქმედი თანაშემწე, სოფო ჯაფარიძეც. ასევე, ერთ-ერთი კანდიდატია საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, მისი ყოფილი მოადგილე, კონსტანტინე ვარძელაშვილი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი.

შერჩევის ახალი პროცესის მიმართ კითხვები უკვე აქვს სამოქალაქო სექტორს და სახალხო დამცველს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წინა კანდიდატების ჩავარდნის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ასახელებდა.

მოსამართლეობის 5 კანდიდატის შერჩევამდე რამდენიმე დღით ადრე ეს საკითხი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ბრალდებების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის სურვილი თავდაპირველად 68 კანდიდატმა გამოთქვა. შემდეგ ეტაპზე გადასულ 24 მოსამართლეს კომისია იუსტიციის სამინისტროში თვის ბოლოს შეხვდება.

დღის ამბები