22 ივნისი 2017,   16:06
ვრცლად
ცრუ განგაში - მზიურის კაფეში ბომბის არსებობა არ დადასტურდა, თუმცა ფილმის ჩვენება აღარ შედგა

პოლიციის ინფორმაციით, მზიურში მდებარე კაფეში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ამ წუთისთვის მზიურთან პოლიციელების მცირე ჯგუფია მობილიზებული.

მზიურის შესასვლელთან მყოფი სამართალდამცავების განცხადებით, 112-ში შევიდა ზარი მზიურის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში ბომბის არსებობის შესახებ.

საღამოს მზიურის კაფეში ფილმის პრაიდის ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ლგბტ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ამავე დროს მზიურის შესასვლელთან სასულიერო პირები, მრევლი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებელი აცხადებს, რომ ბომბი მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია, რომელიც ფილმის ჩვენების ჩასაშლელად გამოიყენეს. მათი თქმით, მზიურის შესასვლელთან მოსულ მოსახლეობას მათი შეკრებისა და ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლა სურდათ.

სასულიერო პირების განცხადებით, მათთვის მიუღებელია მსგავსი შინაარსის მქონე ფილმის ჩვენება. 

დღის ამბები