25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს, რომელიც კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, ადგენს.   

ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4104 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.6895 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.

დღის ამბები