იორდანიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.
ფორუმში საქართველოს პრემიერმინისტრიც მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ორი დღის განმავლობაში მაღალი რანგის შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა იორდანიის მეფე აბდულა II-სთან.