25 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
გადაუღებელი წვიმების შედეგად დატბორილი სახლები და ჩაკეტილი ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზა

დატბორილი სახლები და სახნავ-სათესი მიწები - ადიდებულმა რიონმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დააზარალა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია 8 ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები.

მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია. ჩაკეტილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაც.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

დღის ამბები