19 ნოემბერი 2019,   01:07
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში ნაპოვნ იარაღებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში ნაპოვნ იარაღებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

ბალისტიკური ექსპერტიზის საფუძველზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული რევოლვერი კუსტარული წესით იყო დამზადებული, მაგრამ სასრულად ვარგისი არ იყო. ხოლო სამართალდამცავების მიერ ამოღებული ვაზნების ვარგისიანობა დადასტურდა.

გამოძიების შედეგად გამოიკითხნენ ოჯახის წევრები, რომელთა ჩვენებით ირკვევა, რომ ამოღებული ნივთები ოთარ წოწორიას გარდაცვლილ სიმამრს ეკუთნოდა.

პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო.

დღის ამბები