24 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის კრიზისის მოგვარება მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის გარეშე შეუძლებელია, -განცხადებები ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს.

ანგელა მერკელის აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან სოჭში საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, რა დროსაც ბოლო თვეებში უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერი დაეთანხმა, რომ მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არა აქვს და აღნიშნა, რომ ვითარების მოსაგვარებლად უახლოეს მომავალში ნორმანდიის ოთხეულის მორიგი შეხვედრაც გაიმართება.

პეტრო პოროშენკო და ანგელა მერკელის დახურული შეხვედრა გერმანიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღის ამბები