ვაკეში კაფე-ბარი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებული დადგენილია და ის 16 წლამდე ასაკის ახალგზარდაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.