20 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
შსს-თვის ცნობილია, ვინ ესროლა სეფსისის ცენტრის პალატას

სეფსისის ცენტრში მომხდარი ინცინდენტში მთავარი მოქმედი პირის ვინაობა დადგენილია.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი „გეკოს“ ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია  შესაბამისი ექსპერტიზები.

შემთხვევა გუშინ ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად  კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.

გამოძიება 187-ე მუხლით გრძელდება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისმხობს. 

დღის ამბები