19 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
კახეთის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა - გურჯაანსა და მიმდებარე სოფლებს დენი არ მიეწოდება

უამინდობა კახეთში - სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სოფელი რუისპირი დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა, დაახლოებთ, 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული კულტურები, ხეხილი.

გამგეობის თანამშრომლების განცხადებით, ზარალი მინიმალურია.

ამ წუთეში გურჯაანის რაიონში წვიმს. დაისეტყვა სოფელი ვეჯინი, სადაც ადგილობრივების თქმით, სეტყვა, დაახლოებით, 7 წუთს გაგრძელდა.

ამ დროისთვის ქალაქ გურჯაანსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები