25 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
სტიქია საქართველოში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა

საქართველოში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყველა უწყება გააფრთხილა, რომ ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე წყალდიდობას ელოდებიან.  

გორის რაიონში გადაუღებელ წვიმებს სეტყვაც დაერთო, რის გამოც ნათესები და ბაღჩეული კულტურების დიდი ნაწილი განადგურდა. გორთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რაიონი, მათ შორის ბორჯომი და ბაკურიანი, დაისეტყვა. ადგილობრივები ზაარალის ანაზღაურებას და დაზიანებული შენობის გადახურვას ითხოვენ.

უკვე რამდენიმე დღეა, ინტენსიურად წვიმს აჭარის რეგიონშიც.

დაისეტყვა კახეთიც, რამაც გურჯაანის რაიონის 6 სოფელი დააზარალა. განადგურდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ვენახები და ბაღჩეული კულტურა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსავლის დაზღვევის პროგრამას განმარტავს და ამბობს, რომ ზარალი ყველა იმ ფერმერს აუნაზღაურდება, ვისი მოსავალიც დაზღვეული იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა საქართველოში სამი დღე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამინდი 25-26 მაისიდან გამოიდარებს.

 

 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები