16 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
თორდია-ფარცხალაძის საქმე - მოვლენების ქრონოლოგია

გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა - ერთი კვირაა, ეს თემა საზოგადეობისა და მედიისთვის აქტუალურია. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლაშა თორდია აცხადებდა, რომ ღამის კლუბ ელ ცენტროში ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა.

გენერალური აუდიტორი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. სამოქალაქო სექტორის აზრით, კვალიფიკაცია არასწორია.

ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარეს. პოლიციიდან გამოსულმა კი ინციდენტი საერთოდ უარყო. დაპირისპირებას ფარცხალაძის ადვოკატებიც უარყოფენ.

ოპოზიცია მომხდარზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. ინციდენტის მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო ჯგუფის შექმნა დასაშვებად მიიჩნია. მომდევნო დღეებში კი მისი და მისი თანაგუნდელების ნდობა პროკურატურამ დაიმსახურა და ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის მოთხოვნაც კომისიის შემქნის შესახებ ბიუროს სხდომაზევე დაიბლოკა. 

დღის ამბები