16 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
ხატია დეკანოიძე წოწორიების ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკაზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს, პროკურატურას და ძალოვან უწყებებს აკისრებს

„სიტუაცია უფრო ტრაგიკულია, ვინაიდან, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასთან,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, ევროსასამართლოს მოსამართლის ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკას.

მან აღნიშნა, რომ ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე მოხდა.

შაბათის კურიერში ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ საქართველო „საერთაშორისო სკანდალში“ ეხვევა ამ საქმით, რადგან სტრასბურგის მოსამართლის ოჯახში შედის და ჩხრეკას ახორციელებენ. ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ეს მოსამართლეებზე ზეწოლის პირველი მაგალითი არ არის.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შს მინისტრი, რომელიც უშუალოდ დაკავებულია პოლიტიკური ვენდეტით და, დაუშვათ, არაკომფორტული ადამიანების გარშემო, მათი ოჯახებზე ზეწოლით, მისი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობაა პროკურატურის და ყველა იმ ძალოვანი უწყების, რეალურად, რომლებიც ასრულებენ, კიდევ ვიმეორებ, ფარცხალაძისნაირი არაფორმალური მმართველობის ქვეშ ექცევიან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები