25 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
სტრასბურგთან ასე მოქცევა ქვეყანას ფასი უჯდება - ელენე ხოშტარია ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკაზე

"ეს არის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის. ქვეყნის შიგნით ვხედავთ. რა მდგომარეობაშია სამართალი, სასამართლო, რომელიც პოლიტიკური დავალების შესრულებაზე არის მიმართული... ეს არის ზიანი, რომლის გამოსწორება რთულია. სტრასბურგთან, ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, ასე მოქცევა ქვეყანას ფასი უჯდება,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელენე ხოშტარია მომხდარს მოსამართლე ნონა წოწორიაზე შურისძიებას უკავშირებს. შესაძლოა, რუსთავი2-ის და ვანო მერაბიშვილის საქმეების გამო.

„ეს იყო შურისძიება, მათ ისიც უნდა ესმოდეთ, რომ სტრასბურგი არ მუშაობს ისე, როგორც მათ ჰგონიათ, რომ, თითქოს, ნონა წოწორიას ჰქონდეს გავლენა რაღაც გადაწყვეტილებებზე, ის რაღაც საქმეებს კერავდეს, ეს ხომ აბსურდია,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წევრმა საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტაზეც ისაუბრა.

„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. რაღაც მომენტში მიხვდნენ, თუ რამხელა ზიანს მიიღებს თავად მთავრობა, რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ ცეცხლთან თამაში წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები