20 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
საქართველოს მთავრობა არის უავტორიტეტო მთავრობა - ჭიაბერაშვილი ზალბერის განცხადებასა და მთავრობის რეაქციაზე

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გერმანელი დიპლომატის დიპლომატიურ სკანდალს და საქართველოს მთავრობის რეაქციას შაბათის კურიერში აფასებს. მან საქართველოს მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ის, რაც ხდება და როგორიც არის მთავრობის რეაქცია, მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს მთავრობას არავის არ აღიქვამს, როგორც სერიოზულ პარტნიორს და ბატონი ზალბერის უპასუხოდ დატოვება და ის, რომ ის კვლავ აგრძელებს საქმიანობას მეტყველებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს მთავრობა არის უავტორიტეტო მთავრობა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთავვევა არ არის და ფრანგი დიპლომატის შემთხვევაში ასე მოხდა, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების დასუსტებას აჩვენებს. 

დღის ამბები