19 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
29 აბი ნარკოტიკული საშუალება - სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1984 წელს დაბადებული ა.ქ. ახალსოფლის დასახლებაში აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ა.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები