19 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში - პრემიერი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში სამუშაო ვიზიტის დროს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა. პროფესორ კლაუს შვაბთან საუბარი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და საქართველოს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობას შეეხო. მხარეებმა, ისაუბრეს საქართველოს როლზე აბრეშუმის გზის პროექტში და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში.

„გვქონდა საუბარი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით და იმ შესაძლებლობებთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული წინსვლა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ასევე ის, რომ თანდათანობით უფრო და უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რეგიონში ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები