25 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დეპუტატებს მინისტრმა უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დეპუტატებს მინისტრმა უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამჯერად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს დაათვალიერებინა.

კანონმდებლებმა ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს - გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

დღის ამბები