21 სექტემბერი 2019,   05:35
ვრცლად
შსს-ოს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დღეიდან მოქალაქეებს ახალი სტანდარტებით მოემსახურებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დღეიდან მოქალაქეებს ახალი სტანდარტებით მოემსახურებიან. სხვადასხვა დანაყოფის 300-მდე თანამშრომელმა აკადემიაში ეფექტური მომსახურების სტანდარტების საკითხებზე ტრენინგი გაიარა.

პრობლემური სიტუაციების მართვისა და შეფერხების მოგვარების სტანდარტები, ასევე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სახეები ეს იყო ის თემები, რომელზეც გადამზადება მიმდინარეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.

დღის ამბები