26 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. მისი მოდიფიკაცია დაზუსტებული არ არის, თუმცა სამხრეთ კორეა ვარაუდობს, რომ რაკეტა ბალისტიკური იყო. მან დაახლოებით 500 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა, თუმცა იაპონიის ტერიტორიული წყლებისთვის არ მიუღწევია. ბოლო გამოცდა ფხენიანმა გასულ კვირას ჩაატარა. ერთ-ერთი პოლიგონიდან გაშვებულმა რაკეტამ ნახევარი საათი იფრინა და 800 კილომეტრის მანძილი დაფარა.

ჩრდილო კორეამ ამ გამოცდას მაშინ ყველაზე წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს რაკეტა ახალი ტიპის იყო, რომელსაც დიდი ზომის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.



 

დღის ამბები