20 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
კახეთში სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ლაგოდეხის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა

ლაგოდეხის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. სოფელ საქობოში გვიან ღამით მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს, თუმცა მათი თქმით დაზარალებულებს არავინ გამოხმაურებია.

მოსახლეობა დილიდან გამგებლისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლების ჩასვლას ელოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ ლაგოდეხის სოფლებს ძლიან დიდი ზარალი მიაყენა. დატბორილია 100-ელულობით ჰექტარი სიმინდის ნათესები, ვენახები, განადგურებულია საზამთროს ბაღი და ბოსტნეული კულტურა.

მათი თქმით, ბანკიდან აღებულ სესხებს, რომელიც მოსავლის რეალიზაციით უნდა გაესტუმრებინათ, ხელისუფლების დახმარების გარეშე ვერ დაფარავენ.

ამ წუთებში სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წარმომადგენელი მივიდა, რომელიც მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ  ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს და შესაბამისი ზიანის ოდენობის დათვლის მიღების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები