18 ოქტომბერი 2019,   01:42
ვრცლად
"ახალი საქართველოს" ოფისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს უმასპინძლეს

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ოფისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს უმასპინძლეს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, აუცილებელია ამ მიმართულებით მოხდეს სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა და დაზარალებული პირების დაკმაყოფილება. შეხვედრაზე განიხილეს, რამდენიმე ათეული წლის წინ დაგროვილი, სახელმწიფოს შიდა ვალის გასტუმრების სამართლებრივი გზები.

პოლიტიკური პლატფორმის ოფისში გამართულ შეხვედრას, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების გარდა, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„მერიასთან აუცილებლად გვექნება ჩვენ წერილობით გამოვითხოვოთ მასალა, ვიცით კონკრეტული პირები, ვინც დაინტერესებულები არიან ამ საქმეებით, ისიც ვიცით გარკვეულწილად ვინც ითბობს ხელს ამ საქმეზე. არის ხალხი, ვინც რამდენიმე ბინა მიიღო და მეორე მხრივ, სხვებმა არაფერი არ მიიღეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებმა. რაც მთავარია, ჩვენ კონკრეტულ ფორმულას შევიმუშავებთ ალიან მოკლე ვადაში, როგო დაკმაყოფილდეს თითოეული ოჯახი,“ - განაცხადა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები