19 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
"ქართული ოცნების" შემომწირველები და ქვეყნის ბიუჯეტიდან გატანილი ფული

2016 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ შემომწირველებისგან თითქმის 23 მილიონამდე ლარი მიიღო, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად - დაახლოებით თერთმეტ-ნახევარი მილიონი.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სწორედ ის კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას საარჩევნოდ ფულს სწირავდნენ, სახელმწიფოსგან სხვადასხვა მომსახურების სანაცვლოდ, ტენდერის გარეშე, მრავალათასიან ხელშეკრულებებს იღებენ.

კერძო კომპანიებში ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის გვარიც ფიგურირებს. ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების ანგარიშზე შეტანილ თანხას ბევრად აჭარბებს, ქვეყნის ბიუჯეტიდან გატანილი ფული, რომელიც მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიებმა ტენდერების გარეშე მიიღეს.

პარტია ევროპულ საქართველოში ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე საუბრობენ. ქართული ოცნების შემომწირველებსა და მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებების შესახებ კითხვები არასამთავრობო სექტორსაც აქვს.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემომწირველთა რიცხვში 108 ისეთი კომპანია შედის, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებს ან ყოფილ წევრებს პირდაპირ უკავშირდება. 

დღის ამბები