25 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემამ შესაძლოა ინსტიტუტი ხელისუფელბის ჩარევისგან ვერ დაიცვას

არასამთავრობო სექტორი უკვე რამდენიმე წელია სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის ამოქმედებას მოითხოვს. სისტემის, რომელიც განსახილველ სარჩელებს მოსამართლეებს შორის შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს.

უკვე ათი წელია სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოება ეტაპობრივად ინერგება. 2011 წელს ამოქმედდა ე.წ. ადვოკატების მოდული, რომელიც იურისტებს სასამართლოში სარჩელის დისტანციურად შეტანის საშუალებას აძლევდა, თუმცა, დღეს ის შეჩერებულია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი აცხადებენ, რომ პროგრამა ახლით უნდა ჩაანაცვლონ. პროგრამით, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს პროგრამისტები დაწერენ.

საქალაქოს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, არ გამორიცხავს, რომ ვიღაც კოპიუტერის მიერ შემთხვევითი გადანაწილების სისტემით მანიპულირების ფარულ საშუალებებს ეძებს.

პირველი ივლისისთვის საქმეთა განაწილების სისტემა მზად უნდა იყოს და მას ჯერ რუსთავში გატესტავენ. წლის ბოლოს კი ყველა სასამართლოში საქმეებს თავმჯდომარეების ნაცვლად უკვე კომპიუტერი უნდა ანაწილებდეს.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები