21 სექტემბერი 2019,   05:37
ვრცლად
აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია - ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა

აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია.

ოგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რუსთავი 2-ს განუცხადეს, ადგილზე ტექნიკა უკვე გაშვებულია, რომელიც ტერიტორიას გაწმინდავს და მოძრაობა უახლოეს საათებში  გზა გაიხსნება. 

დეპარტამენტის ცნობით, გზის სავალი ნაწილი სრულად დაფარულია, თუმცა მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა არ არის.

 

დღის ამბები