21 სექტემბერი 2019,   05:37
ვრცლად
კანის კინოფესტივალი - P.S. ფესტივალის მიმდინარეობის კვალდაკვალ 

კანის კინოფესტივალი 70 წლისაა. წელს ფესტივალის ტერიტორიას საჰაერო საზღვაო და სახმელეთო ჯარები იცავს, ამბობენ, რომ ბოლოს ასეთი გაძლიერებული დაცვა 2011 წელს დიდი ოცეულის სამიტზე იყო. 

კინოდარბაზში, ჩანთის აღმოჩენის შემდეგ, ფესტივალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩანთა ერთ-ერთ ჟურნალისტს დარჩენია. 

კანის კინოფესტივალზე 4 ათას 500 ჟურნალისტი 60-ზე მეტი ქვეყნიდან ჩადის. 

რაც შეეხება საკონკურსო ფილმებს, ამ დროისთვის 8 ფილმი აჩვენეს, თუმცა ტრადიციულად ფესტივალი არასაკონკურსო ფრანგი რეჟისორის არნო დესპლეშინის ფილმით გაიხსნა. კანის კინოფესტივალზე იმყოფება ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც. ის უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს საკონკურსო ფილმში "იუპიტერის მთვარე" მთავარ როლს ასრულებს.

კანის კინოფესტივალი გრძელდება, კონკურსი კი უფრო და უფრო რთული და საინტერესო ხდება.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები