25 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
დონლად ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

დონლად ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. შეერთებული შტატების ლიდერს თელავივის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. დონალდ ტრამპი მოლაპარაკებას ისრაელის პრეზიდენტთან გამართავს, შემდეგ მოინახულებს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარსა და გოდების კედელს. მოგვიანებით კი, ქვეყნის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ისრაელის ლიდერების შემდეგ, ტრამპი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის საკითხს პალესტინურ მხარესთან განიხილავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის გამო, ისრაელში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. ოპერაციაში სპეცსამსახურის გარდა, ჩართულია პოლიციაც და არმიაც.

დღის ამბები