19 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ანკარაში არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული სამხედრო მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დაიწყო

ანკარაში არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული სამხედრო მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დაიწყო. დღეს სასამართლოს წინაშე 221 დაკავებული წარდგა. ისინი პროცესზე გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიიყვანეს.

სასამართლოს შენობასთან აქციაც მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ბრალდებულთა სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ.

სამხედრო გადატრიალების მოწყობა თურქეთში 2016 წლის ივლისში სცადეს. არეულობას 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი სამსახურებიდან დაითხოვეს.

წუხელ სამართალდამცველებმა ორი მასწავლებელიც დააკავეს, რომლებიც პროტესტის ნიშნად 75 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

დღის ამბები