16 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის მანქანით გადაადგილდება

პარტია ევროპულ საქართველოში იმ ვიდეომასალას ასაჯაროებენ, სადაც ყოფილი მთავარ პროკურორი და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ფიგურირებენ. პარტიის წევრის, გივი თარგამაძის, თქმით ოთარ ფარცხალაძეს და მის ოჯახს დღემდე ფინანსური პოლიციის ავტომობილები და დაცვა ემსახურება.

პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილი პროკურორი ფინანსური პოლიციის მეშვეობით ზეწოლას ახდენს ბიზნესზე. გივი თარგამაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს ოთარ ფარცხალაძისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე.

„მის გადაადგილებას უზრუნველყოფს ფინანსური პოლიცია ანუ ამ შემთხვევაში, როგორც დაცვა, ასევე მძღოლები არიან წარმოდგენილი ფინანსური თანამშრომლების სახით. ფინანსური პოლიცია იმყოფება მის პირად საკუთრებაში და ეს არის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით მას შეუძლია ზეგავლენა ნებისმიერ ბიზნესზე საქართველოში და როგორც ვთქვათ, ანგარიშსწორება მისთვის არასასურველ ადამიანებთან ან ფირმებთან,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ. 

დღის ამბები