24 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
ერთი საათია უშიშროების საბჭოს მდივანი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს ხვდება

ერთი საათია უშიშროების საბჭოს მდივანი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს ხვდება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი გავლენა ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, აღნიშნა, რომ განსახილველი თემები უშიშროების საბჭოს გაუქმებას და პრეზიდენტისათვის მთავარსარდლის ფუნქციების შეზღუდვას დაეთმობა.

„უსაფრთხოების თემი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები  ამ სახით თუ ისინი განხორციელდება საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის. რამდენიმე კრიტიკული მიმართულება ეს ეხება როგორც სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, ეს ეხება ასევე უშიშროების საბჭოს, როგორც უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს გაუქმების საკითხს, ეს ეხება მთავარსარდლის შეზღუდულ ფუნქციას მის ფაქტობრივად, ფიქტიურ როლზე გადაყვანას,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები