20 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
მივიღებთ მოდელს, სადაც პრეზიდენტი საქმის კურში არ არის არაფრის - ექსპერტები უშიშროების საბჭოს გაუქმებას აფასებენ

უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრის დაწყებამდე განსახილველ თემებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას და პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის ფუნქციის შეზღუდვას გულისხმობს, არ შეესაბამება ნატო-სკენ მიმავალი ქვეყნის დებულებებს და მიზნებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მხოლოდ საომარ მდგომარეობაში გააქტიურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ორხელისუფლებიანობის ჩამოყალიბების საფრთხე იქმნება.

„ჩვენ მივიღებთ მოდელს, სადაც პრეზიდენტი საქმის კურში არ არის არაფრის, რაც ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და უცებ, ერთ დღეს ომი რომ გამოცხადდება, ამის მერე უკვე იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტის და ის ადამიანი, რომელიც მოდელის მიხედვით არაფრის საქმის კურში არ არის უცებ ომის დროს უნდა გახდეს მთავარსარდალი,“ - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმებით ქვეყანაში აღარ იქნება პოლიტიკური კრიზისების მარეგულირებელი ორგანო.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების მსგავსი სახით შეკვეცას ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების წინაპირობად ხედავს. 

დღის ამბები